დავით მათიკაშვილი - დროა, ყველამ თვალი გაუსწოროს სიმართლეს და რადიკალურ ოპოზიციას დაეხმარონ არა ნგრევაში, არამედ იმ პროგრესში მიიღონ მონაწილეობა, რასაც ქვეყანა ახორციელებს
ეს სამარცხვინო ამბავი რამდენჯერ შეიძლება იყოს გამეორებული, მათ არც შინაარსი და არც არგუმენტი არ გააჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, დროა, ყველამ სიმართლეს თვალი გაუსწოროს და რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის ნგრევაში არ დაეხმარონ.
„ადამიანი, რომელმაც სადიზმით გაჯერებული სისტემა შექმნა, ხელისუფლებაში ყოფნის დრო ახალგაზრდებს ქუჩაში კლავდნენ და ბიზნესს არეკეტებდნენ, „დემოკრატიის შუქურად“ იყო მონათლული და დღესაც ცდილობენ, რომ ეს ტყუილი საზოგადოებას შეასაღონ. დროა, ყველამ სიმართლეს თვალი გაუსწოროს და რადიკალურ ოპოზიციას არა საქართველოს ნგრევაში დაეხმარონ, არამედ ქართველ ხალხთან ერთად იმ პროგრესში მიიღონ მონაწილეობა, რასაც ქვეყანა ახორციელებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.