დავით მათიკაშვილი - დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები ჩამოსცილდნენ, რომელთა საქმიანობის სფერო არის ომის პროპაგანდა
დავით მათიკაშვილი - დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები ჩამოსცილდნენ, რომელთა საქმიანობის სფერო არის ომის პროპაგანდა

დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი სინდიკატები უნდა ჩამოსცილდნენ, რომელთა საქმიანობის სფეროში შედის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები, ომის პროპაგანდა, შუღლის გაღვივება და ა.შ. – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც ამ მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებლობა არსებობს, იმავე პირებმა სხვა სატელიტი პარტიები შექმნან, საკანონმდებლო წესი იქნება, რომლის მიხედვითაც, პარტიის შექმნა იმავე პირთა წრეს არ შეეძლება. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ოპოზიცია, რომელიც ამ საკითხს აპროტესტებს, უმეტესად რადიკალური, ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომლის საქმიანობაც არის არა პოლიტიკა, არამედ ქვეყნის აყირავება და რევოლუცია. ამიტომ, ცხადია, მათ ეს კანონპროექტი არ მოსწონთ. მათ არაფერი მოსწონთ ისეთი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და დაცვას ემსახურება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.