დავით მათიკაშვილი - დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს, აპატურაიმ სწორედ ამაზე მიუთითა
დავით მათიკაშვილი - დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს, აპატურაიმ სწორედ ამაზე მიუთითა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მკაფიო გზავნილებია, რომ დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს.

მათიკაშვილის თქმით, დემოკრატიის წიაღში იგულისხმება ოპოზიციის პასუხისმგებლობაც, შეასრულონ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება. დავით მათიკაშვილის განმარტებით, აპატურაიმ სწორედ ამაზე მიუთითა.

„არაერთგზის, ძალიან ცალსახა და მკაფიო გზავნილები, მათ შორის ამ შემთხვევაშიც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან პირდაპირ ჩვენი ოპოზიციისთვისაა გამოგზავნილი. სწორედ მათ გასაგებად არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. დემოკრატიის წიაღში ცხადია, იგულისხმება ოპოზიციის პასუხისმგებლობა, შეასრულონ ის ვალდებულება, რომელიც კონსტიტუციით გააჩნიათ. აპატურაიმ სწორედ ამაზე მიუთითა“, – განაცხადა დვით მათიკაშვილმა.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ადგილი, სადაც უნდა იმსჯელონ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა.