დავით მათიკაშვილი - დაგეგმილი აქცია არ არის დაზარალებულის ოჯახის გვერდში დგომა, ეს არის პოლიტიკური მიზნებით განხორციელებული ქმედებები
დავით მათიკაშვილი - დაგეგმილი აქცია არ არის დაზარალებულის ოჯახის გვერდში დგომა, ეს არის პოლიტიკური მიზნებით განხორციელებული ქმედებები

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ხვალისთვის გადეგმილი აქცია არ არის დაზარალებულის ოჯახის გვერდში დგომა და ეს არის პოლიტიკური მიზნებით განხორციელებული ქმედებები.

​„უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან საზოგადოების მართლაც გულწრფელი სურვილი, მხარში დაუდგეს დაზარალებულის ოჯახს სამართლიანობის დადგენის კუთხით და მეორე – პოლიტიკური პარტიების, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ სურვილი, რომ ეს ტკივილი, კონკრეტული ოჯახის უბედურება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამიტომ, აქცია, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ არის დაანონსებული, აბსოლუტურად სხვა მიზანს ისახავს. ეს არ არის დაზარალებულის ოჯახის გვერდში დგომა, ეს არის პოლიტიკური მიზნებით განხორციელებული ქმედებები.

სულ სხვა არის, ის რაც საზოგადოებას ამოძრავებს ზაზა სარალიძესთან მიმართებით, რაშიც ჩვენც, რა თქმა უნდა, მასთან თანაზიარი ვართ და ვითხოვთ, რომ აუცილებლად დადგინდეს სამართალი, აუცილებლად ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებში პირდაპირ ჩანს, რომ მათ დაიწყეს ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელება, კერძოდ ორი პირი უკვე არის დაკავებული, საპარლამენტო დროებითი კომისიაც აქტიურ ფაზაში გადადის თავის საქმიანობის, ასე რომ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.