დავით მათიკაშვილი - ჩვენი საზოგადოება გამოცდილია, ყველაფერი არჩევნების დროს დასრულდება იმ ფიასკოთი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ელოდება
დავით მათიკაშვილი - ჩვენი საზოგადოება გამოცდილია, ყველაფერი არჩევნების დროს დასრულდება იმ ფიასკოთი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ელოდება

ნიკა გვარამია იყო გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, შემდეგ ის იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს; ნიკანორ მელია ძალიან ცოტა ხნის წინ გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხოლო მანამდე, 2012 წლამდე ის იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. ორივე ეს პიროვნება კრიმინალია და არიან ნასამართლევი საქართველოს სასამართლოების მიერ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ნიკა გვარამიამ თვითონ აღიარა, როგორ იყო დამორჩილებული მათ მიერ 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტი, როგორ არ უშვებდნენ ოპოზიციურ ხმას მედიაში და როგორ დაიმორჩილეს სასამართლო.

„ერთიც და მეორეც არიან არსებითად მიბმული და აფილირებული სააკაშვილის მიერვე ე.წ კლონებად. ჩვენი საზოგადოება გამოცდილია, ძალიან კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი და მისი შიგთავსი, ასე რომ, ვერ მოატყუებენ, თვალებში ნაცარს ვერ შეაყრიან. ეს ყველაფერი 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნების დროს დასრულდება როგორც ფსევდოღირებულებების მიმართ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით, ასევე იმ ფიასკოთი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ელოდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს.