დავით მათიკაშვილი - ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ქართული თვითმყოფადობის პლაცდარმი, რის გამოც ხდება ქართული ენის დაბრუნება უმაღლეს სასწავლებლებში
დავით მათიკაშვილი - ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ქართული თვითმყოფადობის პლაცდარმი, რის გამოც ხდება ქართული ენის დაბრუნება უმაღლეს სასწავლებლებში

ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ქართული თვითმყოფადობის პლაცდარმი, რის გამოც ხდება ქართული ენის დაბრუნება უმაღლეს სასწავლებლებში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ყველაფერს ქართულს ებრძოდა. არც ქართული ენა იყო გამონაკლისი, თუმცა თვალსაჩინო მაგალითია იმის, თუ რამდენად ამორფული იყო მაშინდელი ხელისუფლებისთვის ქართული თვითმყოფადობა და თვითშეგნება, რომლის უპირველესი გამოხატულება ქართული ენაა. ამიტომ ბრძოლა იყო არა მხოლოდ ენის წინააღმდეგ, არამედ ინსტიტუციურად ხდებოდა გაუქმება იმ ორგანოების, რომელიც ენის დაცვის საკითხს ემსახურებოდა.

ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ქართული თვითმყოფადობის პლაცდარმი, რის გამოც ხდება ქართული ენის დაბრუნება უმაღლეს სასწავლებლებში. თუ ვინმე უმაღლეს განათლებას იღებს, ცხადია, მან ქართული ენა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს. ამიტომ სასწავლო პროცესში მისი დაბრუნება ხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.