დავით მათიკაშვილი – „ბიბისისგან“ ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რისთვისაც შეიქმნა ეს გაერთიანება
„ბიბისისგან“ ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რისთვისაც ეს გაერთიანება შეიქმნა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის პატივისცემას ელოდება.
„პირველ რიგში, „ბიბისისგან“ ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რისთვისაც ეს გაერთიანება შეიქმნა. მათი მხრიდან ერთი მუჭა „ენჯეოებზე“ დაყრდნობა არ უნდა მოხდეს, მათგან ქართველი ხალხის პატივისცემას ველოდებით. არ ვიცი, მათი მხრიდან ეს ნაბიჯები რამდენად იქნება გადადგმული, რადგან ბოლო რამდენიმე არჩევნების შემდეგ იგნორირება და ფეხქვეშ გათელვა იყო, რასაც ევროკავშირისგან დავინახეთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ევროკავშირში საღი აზრი გაიმარჯვებს, რაც ჩვენთვის და მათვის ხელსაყრელი იქნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.