დავით მათიკაშვილი - ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ყველა ინდექსით საქართველო უსწრებს ბევრ წამყვან ქვეყანას მსოფლიოში, პროგრესის არდანახვა შეუძლებელია
დავით მათიკაშვილი - ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ყველა ინდექსით საქართველო უსწრებს ბევრ წამყვან ქვეყანას მსოფლიოში, პროგრესის არდანახვა შეუძლებელია

ყველა ინდექსით, რომელსაც მსოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, ჩვენი ქვეყანა არის წარმატებული, ასწრებს ბევრ  წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანას ევროკავშირსა და მსოფლიოში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.

მათიკაშვილის შეფასებით, პროგრესის არდანახვა შეუძლებელია.

„პროგრესი არის აშკარა, რომლის არდანახვა შეუძლებელია, თუკი მოვლენების ობიექტური აღქმა აქვს. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს კარდინალური ცვლილებები 2012 წელთან მიმართებით. ეს მთელმა მსოფლიომ კარგად იცის და  დროა, გაიგონ საქართველოში მოქმედმა რადიკალებმა, მათმა მხარდამჭერებმა და პატრონებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.