დავით მათიკაშვილი - აშკარად ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს
დავით მათიკაშვილი - აშკარად ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს

აშკარად ჩანს, რომ რეალურად რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, რომ ჩვენმა ქვეყანა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისათვის აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა იმ მნიშვნელოვანი პუნქტების შესრულებაში, როგორიც არის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემის შესაბამისი რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ნიშნავს იმას, რომ რადიკალური კრიმინალური დაჯგუფება ცდილობს, ქვეყანა არ შევიდეს ევროკავშირში, არ მიიღოს ეს სტატუსი და წარუმატებელი აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვან გზაზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამას ვერ მიაღწევს, რადგან ჩვენი ქვეყანა იმ გეგმის შესაბმისად, ახორციელებს პუნქტობრივად გაწერილ ქმედებებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იქნება შესაბამისად აღქმული და დაფასებული ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და პოზიტიური განწყობა, რომ ამ ვალდებულებების შესრულების ფონზე, ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, როგორც არ უნდა დივერსიებს აწყობდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფელირებული სხვა მცირე პარტიები. მთავარი ის არის, რომ დეპოლარიზაციის შესრულება ეს არ არის ცალმხრივი ერთ კარში არსებული თამაში, ეს არის მთლიანი პოლიტიკური სპექტრის მიერ შესასრულებელი ქმედება და მხოლოდ ერთობლივად შეიძლება ამ გეგმის შესრულება. ეს არის ბოიკოტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ, ეს არ არის ბოიკოტი „ქართული ოცნების“ ან პარლამენტის მიმართ, ამიტომ ყველა პარტია თუ კი ასეთად კიდე თვლიან თავს და მართლა კრიმინალურ საქმიანობაში არ გადაიზარდა მათი ყოველდღიური ქცევა, კარგად დაფიქრდეს გაანალიზოს საკუთარი ქმედებები და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გზაზე დივერსიით ნუ იქნება დაკავებული. ამ დივერსიას ძალიან კარგად შეაფასებს როგორც ჩვენი საზოგადოება და მისცემს შესაბამის შეფასებას, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც უყურებენ იმას და აკვირდებიან, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, მათი შეფასებაც იქნება ადეკვატური“, – განაცხადა მათიკაშვილმა.