დავით მათიკაშვილი - არაფრის გაწვევა არ არის საჭირო, ეს ევროპული კანონმდებლობაა და ეხება მხოლოდ გამჭვირვალობას, მეტს არაფერს
დავით მათიკაშვილი - არაფრის გაწვევა არ არის საჭირო, ეს ევროპული კანონმდებლობაა და ეხება მხოლოდ გამჭვირვალობას, მეტს არაფერს

არანაირი რუსული კანონი არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, რაზეც მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ არაფრის გაწვევა არ არის საჭირო.

„არანაირი რუსული კანონი არ არსებობს. არაფრის გაწვევა არ არის საჭირო. ეს  ევროპული კანონმდებლობაა, ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და მეტს არაფერს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.