დავით მათიკაშვილი – ამერიკელი სამხედროს განცხადება დადასტურებაა, რომ ენჯეოსექტორი სინამდვილეში ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურების შეხედულებებს გამოხატავდა
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ ღიად ისაუბრა, რა მეთოდს მიმართავდა შეერთებული შტატების სპეცსამსახური, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ეს ლიბერალური დემოკრატიის ეგიდით გამოყენებული ყოფილიყო სუვერენიტეტის დასაქცევად, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ლოურენს უილკერსონის განცხადება პირდაპირი დადასტურებაა, რომ არასამთავრობო სექტორი სინამდვილეში არა სამოქალაქო საზოგადოების სურვილებს, არამედ ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურების შეხედულებებს გამოხატავდა.
„ალბათ ამით წერტილი ესმება ყველა იმ მანიპულაციას და ტყუილის გავრცელების მცდელობას, რაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ ეხება, აფერას, რომელსაც საუკუნის აფერა ერქვა და ამ კანონს რუსულის სახელი რომ მოუძებნეს. ამ კანონმდებლობის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა იყო. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ ალბათ წერტილი საბოლოოდ დაუსვა, პირდაპირ, ღიად და საჯაროდ ისაუბრა, რა მეთოდს მიმართავდა შეერთებული შტატების სპეცსამსახური, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ეს ლიბერალური დემოკრატიის ეგიდით გამოყენებული ყოფილიყო სუვერენიტეტის დასაქცევად. ეს იმის პირდაპირი მანიშნებელია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სურვილი აქვს, სუვერენიტეტი დაიცვას, ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა ასევე დაიცვას მსგავსი ქმედებებისგან. ენჯეოსექტორი რომ სინამდვილეში არა სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებებს, აზრებს და სურვილებს, არამედ ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურების სურვილებს, შეხედულებებს და აზრებს გამოხატავდა, ამის პირდაპირი დადასტურებაა ის, რაც ამ ბატონმა ბრძანა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.