დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტმა სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა
დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტმა სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა

ქართველი პოეტს, დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტმა სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.

ქართველი პოეტისათვის გამოგზავნილ წერილში, რომელსაც საქართველში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება არის მადლიერების გამოხატულება, რომელსაც პოეტი ორი ქვეყნის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის ეწევა.

დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტის ჯილდოს მიღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიულოცა.

„იტალიის პრეზიდენტმა ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ პოეტ დავით მაღრაძეს, ორი ქვეყნის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის, სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა“, – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის ტექსტში.