დავით კირკიტაძე - დღეს მიშას თვალებში დავინახე, რომ არის ბედნიერი, რადგან იმყოფება თავის ქვეყანაში
დავით კირკიტაძე - დღეს მიშას თვალებში დავინახე, რომ არის ბედნიერი, რადგან იმყოფება თავის ქვეყანაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედ არის.

კირკიტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ბედნიერია, რომ თავის სამშობლოში იმყოფება.

„მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც ალბათ უნდა იყოს იმ ადამიანის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორალურად ის არის ძალიან მხნედ. ამ წლების განმავლობაში მე მას ვხვდებოდი ხოლმე, შევხვედრილვარ უნგრეთში, პოლონეთში, უკრაინაშიც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მის თვალებში დავინახე, და მანაც მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ის იმყოფება გისოსებს მიღმა, შეზღუდული აქვს თავისუფლება, არის ბედნიერი, რომ თავის ქვეყანაში, თავის სამშობლოშია. მე მის თვალებში მართლა ეს დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ის შიმშილობს და ალბათ ნამდვილად არ არის იმ ენერგიაზე, რა ენერგიაც მას აქვს. ყველას გვინახავს და ვიცით მიხეილ სააკაშვილი ენერგიაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სულიერად არის ძალიან მხნედ“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს რეალობა და 14 ოქტომბერს აქციაზე გავიდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად გავაცნობიეროთ ის რეალობა, რა რეალობაშიც „ქართულ ოცნებას“უნდა, გვაცხოვროს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰყავდეს გისოსებს მიღმა და ესენი, ვინც ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები გახდნენ. ამიტომ ყველანი 14-ში თავისუფლების მოედანზე უნდა გამოვიდეთ არა მხოლოოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ქვეყანა, სადაც მთავარი ამბები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან კიარ ხდება, არამედ ხდება ჩვენს ოჯახრბში, ჩვენს ქალაქების მოედნებზე. აი, ამისთვის უნდა გამოვიდეთ. მან გამამხნევა და მომიწოდა, მეორე ტურისთვის ბრძოლაში გავაკეთო ყველაფერი, რომ თითოეულმა რუსთაველმა, თბილისელმა, ქუთაისელმა, თელაველმა,ზუგდიდელმა, ბათუმელმა და ყველა ამ ქალაქის მცხოვრებელმა იცოდეს, რომ მეორე ტურში მისული ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე და ოპოზიციის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი არის გაკეთებული არჩევანი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის ამ სიღარიბისა და სიდუღჭირისგან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ჩააგდო.

მნიშვნელოვანია, სააკაშვილი საავადმყოფოში კიარ გადაიყვანონ, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. მას ჰქონდეს საშუალება, თავისი ნიჭი, ენერგია, კონტაქტები გამოიყენოს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ამ ქვეყნის გაჭირვებიდან ამოსაყვანად.

რაზე ვსაუბრობ, რომელ საავადმყოფოზე და რომელ ციხეზე. არის ადამიანი, რომელსაც ძალუძს ამ მძიმე ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანა და ჩვენ ეს ადამიანი გვყავს ციხეში. ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებენ ამ ქვეყნისთვის, გვყავს ხელისუფლებაში. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ აქვს დასაკარგი დრო, რადგან ეს ქვეყანა იცლება ყოველდღიურად, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ღარიბდებიან. ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.