დავით კირკიტაძე - დოკუმენტებში მარგველაშვილი არ ფიგურირებს, „ქართული ოცნება“ ფაქტებს ამახინჯებს და ისე ასაღებს, თითქოს მარგველაშვილი მხილებულ იქნა რაღაც არასწორ საქციელში
დავით კირკიტაძე - დოკუმენტებში მარგველაშვილი არ ფიგურირებს, „ქართული ოცნება“ ფაქტებს ამახინჯებს და ისე ასაღებს, თითქოს მარგველაშვილი მხილებულ იქნა რაღაც არასწორ საქციელში

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებში მარგველაშვილი არ ფიგურირებს, „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის ფაქტების დამახინჯება და საზოგადოებისთვის ჩვენება, თითქოს მარგველაშვილი მხილებულ იქნა რაღაც არასწორ საქციელში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ გამწარებულია და ცდილობს გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციას.

„მარგველაშვილი არ ფიგურირებს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის ფაქტების კიდევ ერთხელ დამახინჯება და საზოგადოებისთვის შესაღება, ჩვენება, თითქოს გიორგი მარგველაშვილი მხილებულ იქნა რაღაც არასწორ საქციელში. ეს არის სიცრუე. „ქართული ოცნება“, ნახეთ, რას აკეთებს, ადამიანები, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან და მათგან განსხვავებულ პოზიციას გამოხატავენ, ცდილობენ, მათი დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს შემთხვევა გვაქვს როგორც სალომე ზურაბიშვილზე, ასევე მათ მიერ თავს მოხვეულ და თავის დროზე შერჩეულ კანდიდატზე, გიორგი მარგველაშვილზეც. ეს არის სიცრუე, სრული ტყუილი. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ისინი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადიან დანაშაულს, მათი ყოფილი თანამებრძოლებიც ამას ხვდებიან და ამასთან გვაქვს საქმე. იმიტომ არის ახლა „ქართული ოცნება“ გამწარებული და ცდილობს გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ამასთან, კირკიტაძემ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „გამარჯვების პლატფორმასთან“ დაკავშირებითაც. მისივე თქმით, პლატფორმას ყველა თაობის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი შეუერთდება.

„დისკუსიისა და მოლაპარაკების დიდი ნაწილი დასრულებულია და შესაბამის დროს ამის შესახებ საზოგადოებაც გაიგებს. ასევე, რაც შეეხება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, უკანასკნელ პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მოქმედები, განცხადებები იწვევს პატივისცემას და მოწონებას იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც გაერთიანებული არიან „გამარჯვების პლატფორმაში“. რაც შეეხება მის უფრო მჭიდროდ დაკავშირებას ან არდაკავშირებას, ამის შესახებ თავად გიორგი მარგველაშვილი გააკეთებს განცხადებას. რა ნაბიჯებსაც დგამს, ბუნებრივია, ჩვენგან მისასალმებელია, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს ჩვენს ქვეყანას წაადგება ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში“, – აღნიშნა კირკიტაძემ.