დავით ხოჭოლავა ვიდეორეფერის წინააღმდეგ - ალბათ, კიდევ ერთი წელი ნიღბებით სიარული მოგვიწევს
დავით ხოჭოლავა ვიდეორეფერის წინააღმდეგ - ალბათ, კიდევ ერთი წელი ნიღბებით სიარული მოგვიწევს

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველმა დათა ხოჭოლავამ გამოცემა „ტერიკონთან“ ინტერვიუში კარანტინის დასრულების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

„ვფიქრობ, რომ საკარანტინო შეზღუდვები დაახლოებით 10 დღის შემდეგ შესუსტდება, ხოლო 12 მაისს ხალხი დაიწყებს მუშაობას ისე, რომ ეკონომიკა გამოცოცხლდეს. ახლა ყველა ბიზნესი ძალიან დიდ ზარალშია. ჩემი აზრით, ნიღბებით საკმაოდ დიდი დრო ვივლით, შეიძლება წელიწადიც კი. მეჩვენება, რომ თუ უკრაინის ლიგა და ევროტურნირები გაგრძელდება, სეზონის დანარჩენ ნაწილს უმაყურებლოდ ვითამაშებთ” – ამბობს ხოჭოლავა.

26 წლის ქართველმა მცველმა ინტერვიუში განაცხადა, თუ რა საფეხბურთო წესი შეცვლიდა: „ბევრს არაფერს შევცვლიდი, უბრალოდ ვიდეორეფერის გავაუქმებდი. დროთა განმავლობაში, ფეხბურთში ყველაფერი გაუმჯობესდა და ახლა, ვფიქრობ, მისი წესები იდეალურ დონეზეა.“