დავით ხოჭოლავა უკრაინის თასის მფლობელია

00:46, 10.05.2018

უკრაინაში ქვეყნის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც კიევის “დინამო” და დონეცკის “შახტარი” შეხვდნენ ერთმანეთს.

ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირებაში ყველაფერი მეორე ტაიმში გაირკვა, როცა 47-ე წუთზე ფაკუნდო ფერეირამ ბუტკოს პასით გახსნა ანგარიში, 61-ე წუთზე კი იაროსლავ რაკიტცკიმ გაამყარა დონეცკელთა უპირატესობა.

2:0 და “შახტარი” ზედიზედ მესამედ და ჯამში მეთორმეტედ გახდა უკრაინის თასის მფლობელი.

“შახტარის” ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა 90-ე წუთზე გავიდა მოედანზე.

დონეცკური კლუბი ახლოს არის “ოქროს დუბლთან“, რადგან ხუთი ქულით უსწრებს კიევის “დინამოს”.

მსგავსი