დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად, სავარაუდოდ, დღეს გავა
დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად, სავარაუდოდ, დღეს გავა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ, გადაწყვეტილების მისაღებად, სავარაუდოდ, დღეს გავა. ამის შესახებ კეზერაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იქამდე მტკიცებულებათა ნაწილის გამოკვლევას და დასკვნითი სიტყვების თქმას გეგმავენ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დღეს გამოიკვლევენ ჯარისკაცების ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სადაო ეპიზოდში ჯარისკაცების წვრთნები ნამდვილად ჩატარდა, წარადგენენ წვრთნების დამადასტურებელ ვიდეომასალასაც.

მისივე თქმით, ზარალი არსად დათვლილი არაა და უკანონოა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 5 მილიონი ევროს ოდენობით ზარალთან დაკავშირებით. მშვენიერაძე კეზერაშვილის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თავით კეზერაშვილს და თავდაცვის სამინისტროს ფინანსური სამსახურის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას ხუთი მილიონი ევროს მითვისებაში ედავებიან.