დავით გურგენიძე – გიული ალასანიამ წარმოუდგენელი რამ თქვა, 2008 წლის აგვისტოში იმიტომ წაიღო ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება, რომ პუტინს არ წაეღო

16:20, 10.04.2025

გიული ალასანიამ წარმოუდგენელი რამ თქვა, იმიტომ წაიღო ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 2008 წლის აგვისტოში, რომ პუტინს არ წაეღოო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვაზე: „თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მისთვის ქონების წართმევის გზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი?“, გურგენიძემ უპასუხა: „კი არ ვამბობ, ეს დადასტურებული ფაქტია“.

„ეს ასეა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მთელმა საზოგადოებამ იცის. რა თქმა უნდა, დადასტურებული ფაქტია, ამას არც სასამართლო და არც პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, ეს ყველა დოკუმენტშია“, – აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

მსგავსი