დავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძარში, რომელიც ქართველი სასულიერო პირებისთვის დილიდან გახსნილია, დღეს ერთ-ერთი ბერი იმყოფებოდა 
დავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძარში, რომელიც ქართველი სასულიერო პირებისთვის დილიდან გახსნილია, დღეს ერთ-ერთი ბერი იმყოფებოდა 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აღდგომის ტაძარში, რომელიც ქართველი სასულიერო პირებისთვის დილიდან გახსნილია, დღეს ერთ-ერთი ბერი, მამა პავლე იმყოფებოდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მონასტრის სხვა ღვთისმსახურები აღდგომის ტაძარში მოსალოცად ასვლას არ აპირებენ, რადგან მათი თქმით, მხოლოდ აღდგომის ტაძარში მისვლა საკმარისი არ არის.

სასულიერო პირების განცხადებით, ბოლო თვეებში დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ამ ტაძარში ისინი პერიოდულად მოსალოცად მისვლას მაინც ახერხებდნენ. მათი თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ უდაბნოს სალოცავებთან, ასევე ჩიჩხიტურის კოშკთან მისვლის შესაძლებლობა მიეცემოდათ.

დავით გარეჯში მყოფი სამღვდელო პირების თქმით, დღეს მხოლოდ საზღვრის დაცვის პოლიციასთან ჰქონდათ კომუნიკაცია და მათგან მიიღეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ აღდგომის ტაძრამდე მივიდოდნენ.

დატოვე კომენტარი