დავით გარეჯის საქმეზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ვახტანგ დათუნაშვილი იკითხება
დავით გარეჯის საქმეზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ვახტანგ დათუნაშვილი იკითხება

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების პროცესზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ვახტანგ დათუნაშვილი იკითხება, რომელიც 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტარიზაციის სახელმწიფო კომისიის წევრი იყო.

დათუნაშვილმა დაკითხვისას კომისიაში საკუთარ როლზე და ბრალდებულების ფუნქციაზე ისაუბრა.

როგორც მოწმემ განაცხადა, მისი როლი იყო უსაფრთხოების მიმართულება, ხოლო კარტოგრაფიული კუთხით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მუშაობდნენ და მათ პროფესიონალიზმს ენდობოდა.

მანვე აღნიშნა, რომ 50 000-იანი მასშტაბის ერთი რუკა, რომელიც ბრალდებულმა კარტოგრაფებმა გამოიყენეს იმ დროისთვის ყველაზე რელევანტური და მსხვილმასშტაბიანი იყო.

ბრალდების მხარეს დღეს მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავს დასაკითხი.

ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს საქართველოს ტერიტორიების საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში ედავებიან.