დავით გარეჯის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
დავით გარეჯის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წარდგენილი ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლო სხდომა გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ იმ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე, რომლებიც მხარეებმა წინა სხდომებზე წარუდგინეს სასამართლოს.

მხარეებმა ერთმანეთის რიგ მტკიცებულებებთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართეს შუამდგომლობით, რომ მოსამართლემ ისინი დაუშვებლად ცნოს, რაზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადებს მოსამართლე ლელა კალიჩენკო გადაწყვეტილებას, საქმე გადავა თუ არა არსებითი განხილვის ეტაპზე.

სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.