დავით გარეჯის საქმეზე აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველი გელა დუმბაძე დაიკითხა
დავით გარეჯის საქმეზე აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველი გელა დუმბაძე დაიკითხა

დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი გელა დუმბაძე დაიკითხა.

როგორც გელა დუმბაძემ აღნიშნა, მან მისცა ჩვენება როგორც მრჩეველმა, რომელიც ესწრებოდა რამდენიმე სხდომას.

„ჩემი დაკითხვა სასამართლოზე მოხდა იმ კონტექსტში, რომ 2002-2005 წლებში გახლდით საქართველოს მრჩეველი აზერბაიჯანში და ვესწრებოდი ორ საზღვრის დელიმიტაციის სხდომას, როგორ მიმდინარეობდა ტექნიკური საკითხები. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროცესი, დღესაც გრძელდება. ზოგადად, მე მივეცი ჩვენება როგორც მრჩეველმა, რომელიც ესწრებოდა რამდენიმე სხდომას. დინამიურად გრძელდებოდა პროცესი და ეს იყო ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა ექსპერტს. არანაირი, არავითარი ნიშანი იმ პერიოდში, როდესაც ვესწრებოდი, ერთი ხინჯიც არ არსებობს, რომ ვიღაცა რაღაცას ღებულობდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა დუმბაძემ.