დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაიმართება
დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაიმართება

დავით გარეჯის საკითხზე, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.

წინა სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. მათ შორის, საქმეს დაერთო დავით გარეჯის თემაზე ივერი მელაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული განცხადებები.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

საქმის არსებითი განხილვა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი