დავით გამრეკელის ქუჩაზე, ავარიული კორპუსის ნაცვლად, ახალი რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება

17:01, 22.07.2025

„თბილისის განვითარების ფონდი“ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქ. I შესახვევის N 6-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.

აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და, მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 19 ოჯახი.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბკ ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება 6 470 558 ლარია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა; ლითონისა და რკინაბეტონის კოლონების მონტაჟი; ლიფტის შახტისა და კიბის უჯრედის ყალიბება.

სამუშაოები ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით.

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებშ სამუშაოები 2023 წლის 8 აგვისტოდან დაიწყო და 2026 წლის 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

პროექტის მიზანია მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.

მსგავსი