დავით გადელია – სად ისწავლეთ ყველამ ასე უცებ ეპიდემიოლოგობა, ინფექციური დაავადებების მართვა, თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე

17:00, 27.11.2020

სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

„თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი-ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან-ხელში. კიდევ მეტი! – მიუხედავად იმისა, რომ ძაააან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს სამედიცინო მენეჯერის, თუ მედიცინის იმ სფეროში დავიწყე რჩევების მიცემა რისი სპეციალისტიც არ ვარ- იგივე ღონეს მიმართეთ!…

…. სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე… დიაგნოსტიკის გენიას, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციონისტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს რამდენჯერ უთქვამს გულახდილად რთულ შემთხვევაზე: „ვერ ვხვდები რა არის და როგორ უნდა მოვიქცეო..“ ეეჰ, ნეტა მაშინ შეხვედროდით ეს „მცოდნე“ ხალხი, ხომ დააყენებდით მხცოვან აკადემიკოსს სწორ გზაზე“, – წერს დავით გადელია.

მსგავსი