დავით ფურცხვანიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
დავით ფურცხვანიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

დავით ფურცხვანიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მანამდე, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მისი სახლიდან კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღეს.

როგორც ფურცხვანიძე აცხადებს, სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომელიც მან მიხეილ რამიშვილს გადასცა, უცხოეთიდან არის მოპოვებული, თუმცა ის კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს.

„პროკურატურის წარმომადგენლებს ჩემთან არაფერზე უსაუბრიათ. მე ვიძიებ მსხვილ ფინანსურ აფიორას რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ეხება“, – აღნიშნა ფურცხვანიძემ.

პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას დავით ფურცხვანიძის ოფისშიც გეგმავს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფოტოები ყალბია, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.