დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილისთვის გადაცემული, სატელიტიდან გადაღებული ფოტოების წყარო უცხოური კომპანიაა
დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილისთვის გადაცემული, სატელიტიდან გადაღებული ფოტოების წყარო უცხოური კომპანიაა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დავით ფურცხვანიძის გამოკითხვა დაიწყო.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ, მისი მხრიდან გამოქვეყნებული სატელიტური ფოტომასალის წყაროდ დასახელებული დავით ფურცხვანიძე სასამართლოში ადვოკატის გარეშე მივიდა.

როგორც ფურცხვანიძემ განაცხადა, დღეს აპირებს დაასახელოს წყარო, რომელმაც მას ფოტოები მიაწოდა. მისი თქმით, წყარო უცხოური კომპანიაა, რომლის სახელსაც მხოლოდ გამომძიებლებს ეტყვის. რაც შეეხება მოტივს, რატომ გადასცა მან სატელიტური ფოტოები მიხეილ რამიშვილს, ფურცხვანიძემ თქვა, რომ ის იძიებს „დიდი ფულის გათეთრების სქემას, რომელშიც საქართველოა ჩართული და ამ საქმის ერთ-ერთი გამტარი იყო თამარ ბაჩალიაშვილი“.

კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც. მისი თქმით, შეკითხვები შეეხება როგორც გამოქვეყნებული ფოტოების წარმომავლობას, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის დედის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მისი შვილის გარდაცვალება ყარაბახის ომში იარაღის რეალიზებას უკავშირდება. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ საკითხზე, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვისას ისაუბრა და მისი ინფორმაციის წყაროდ სწორედ დავით ფურცხვანიძე დაასახელა.

დატოვე კომენტარი