დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს.

როგორც დავით დვალმა განაცხადა, 2004 წელს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის სამოქალაქო სარჩელის გზა „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გახსნა.

„2004 წელს ძალადობით და ხელისუფლების უხეში ჩარევით წაგვართვეს წილი – საკონტროლო პაკეტი „რუსთავი2“-ში, სადაც დამფუძნებლები ვიყავით და ვართ. ვითხოვთ ამ წილის უკან დაბრუნებას. სარჩელი დაფუძნებულია იმ სამართლებრივ პროცესებზე, რომელიც საქართველოში დაიწყო და სტრასბურგში გაგრძელდა. ამ პროცესებმა სამართლებრივი გზა გაგვიხსნა, რომ სამოქალაქო მიმართულებითაც დავიწყოთ დავა. აქამდე მხოლოდ სისხლის სამართლის გზით მივმართეთ პროკურატურას და ვითხოვეთ გამოძიება”, – განაცხადა დავით დვალმა.