დავით დვალი - შეიძლება, შეთქმულების თეორიად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, ოქრუაშვილი თავისი ხელმოწერითა და ბრალდებებით ხელისუფლების ტროლია
დავით დვალი - შეიძლება, შეთქმულების თეორიად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, ოქრუაშვილი თავისი ხელმოწერითა და ბრალდებებით ხელისუფლების ტროლია

შეიძლება, შეთქმულების თეორიად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით, თავისი ბრალდებებით და პირდაპირ ვთქვათ სიმულაციებით, რაც მოყვა მან წართმევის პერიოდთან დაკავშირებით, უბრალოდ, ხელისუფლების „ტროლია“, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დვალმა განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობა.

„საერთოდ მგონია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ხელმოწერა, არის ფალსიცირებული. ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ხელი აქვს მოწერილი ეგეთ დოკუმენტზე და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-სთვის, რადგან ეს აუცილებლად წინ დახვდებოდა. შეიძლება, შეთქმულების თეორიად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ამ თავისი ხელმოწერით, ბრალდებებით და ინსინუაციებით, რაც იმ წართმევის პერიოდს ეხება, უბრალოდ ხელისუფლების ტროლია. მგონია, რომ მისი ეს ვითომ ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც კიდია ქიბარ ხალვაშის თავზე. ანუ განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე და შესაბამისად, რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, თუ ვთქვათ ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ ბერკეტი მის წინააღმდეგ. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ირაკლი ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს არის ჩემი დაკვირვება და ჩემი აზრი“, – განაცხადა დავით დვალმა.