დავით დონდუა - უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესებას იწვევს არა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, არამედ უკანონობა და განუკითხაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
დავით დონდუა - უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესებას იწვევს არა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, არამედ უკანონობა და განუკითხაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რეგიონში სიტუაციას ძაბავს არა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, არამედ უსაფრთხოების სიტუაციის გაურესებას იწვევს დაუსჯელობა, უკანონობა და განუკითხაობა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების შესახებ განუცხადა.

„დღისით, მზისით უმიზეზოდ და არაფრის გულისთვის შეიძლება ადამიანი მოკლა, შეიძლება აწამო შუასაუკუნეების მეთოდებით და ამის შემდეგ არაფერი გააკეთო. ავიღოთ ტატუნაშვილის საქმე, რომლის მთელი პროცესიც ცინიზმის ფონზე მიმდინარეობდა. ეს არის ყველაფერი, რაც სიტუაციას ძაბავს და არა ის სია, რაზეც ბატონი კარასინი მიუთითებს. ამ სიას არაფერი აქვს საერთო ჟენევის მოლაპარაკებებთან“, – განაცხადა დავით დონდუამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გასულ კვირას პირველ არხს პრაღაში განუცხადა, რომ სანქცირებულ პირთა სიები სახიფათო სიგნალია მთელი რეგიონისთვის და საფრთხეს უქმნის ჟენევის მოლაპარაკებებით გათვალისწინებულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრებს.