დავით დონდუა - საგარეო უწყება კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება დროულად მოხდეს
დავით დონდუა - საგარეო უწყება კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება დროულად მოხდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, საგარეო უწყება კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად გადმოასვენონ.

​როგორც დონდუამ განაცხადა, უახლოეს დღეებში თბილისში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ჩამოვლენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოვლენები დააჩქარონ.

„საგარეო საქმეთ სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს როგორც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დროულად გადმოსვენება, ასევე იმ ორი დაკავებული პიროვნების, რომლებიც ახლა ახალგორში იმყოფებიან და საშუალება არ აქვთ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.

ხვალ და ზეგ ჟენევის მოლაპარკებების თანათავმჯდომარეები თბილისში იქნებიან. მათთან ყოველდღიური კონტაქტები გვაქვს, საქმის კურსში არიან. თავის მხრივ ისინიც ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს პროცესი დააჩქარონ.

დღეს, ხვალ და ზეგ კიდევ უშუალოდ მათთან გვექნება საუბარი. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ. როდის მოხდება გარდაცვლილის გადმოსვენება, ვერ გეტყვით. ცხინვალიდან გვესმის, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება, მაგრამ როდის, კონკრეტულად პასუხს ვერ გაგცემთ. როგორც კი ეს ინციდენტი მოხდა, იმის შემდეგ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან სულ აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, გასულ კვირას ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც  შეხვედრა გამართა როგორც ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდომარეებთან, ასევე ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან.

„ნიუ იორკშიც ვიყავი და გაეროს თანათავმჯდომარეს შევხვდი. რაც შეეხება ხვალ და ზეგ საქართველოში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიზიტს, ეს ტრადიციული ტურნეა მორიგი რაუნდის მოსამზადებელი. ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მარტის ბოლოს იქნება და ისინი ჩამოსულები ამ რაუნდის მოსამზადებლდ არიან”,- განაცხადა დავით დონდუამ.