დავით დარჩიაშვილი – ვფიქრობ, იმ 50 პლუს დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში ოპოზიციიდან სამართლიანად აირჩა, მუდმივმოქმედი ორგანო თავად უნდა ჩამოაყალიბოს, დაე, იყოს ორხელისუფლებიანობა

18:10, 21.03.2021

მაინც ვფიქრობ, იმ 50 პლუს დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში ოპოზიციიდან სამართლიანად აირჩა, მუდმივმოქმედი ორგანო თავად უნდა ჩამოაყალიბოს, დაე, იყოს ორხელისუფლებიანობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველის“ წევრი, დავით დარჩიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„უცხოეთთან ურთიერთობის მუდმივობას და ეფექტიანობასაც სჭირდება ეს და იმასაც, რომ ლეგიტიმიზმის ყველა განმარტებით, ღარიბაშვილი მოსახლეობის 50+ პროცენტისთვის ნულია. საჭირო იქნება ოფისი და სტაფი? გამოაცხადონ პარტიებმა ანგარიშის ნომერი.

ვინც ამ 50+ ში ვერ მოხვდა, იმათ ამბიციებს რა ვუყოთო, კითხვა ჩნდება. გული გულობდეს და ქადა ორი ხელით იჭმევა: 50+მა აირჩიოს-დანიშნოს მომლაპარაკებლები, კომისრები (არაა ეს სიტყვა ბოლშევიკური!). სტრუქტურაა საჭირო, სტრუქტურა!“,- წერს დარჩიაშვილი.

 

 

მაინც ვფიქრობ, იმ 50+ დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში ოპოზიციიდან სამართლიანად აირჩა, მუდმივმოქმედი ორგანო თავად უნდა…

Posted by David Darchiashvili on Sunday, 21 March 2021

 

 

მსგავსი