დავით დარჩიაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ქართულ ციხეში შიმშილობს და კვდება, ევროკავშირი და აშშ თუ არაფერს მოიმოქმედებს, მირჩევნია, ვიყო რუსული ტანკის ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პროევროპელი/პროამერიკელი
დავით დარჩიაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ქართულ ციხეში შიმშილობს და კვდება, ევროკავშირი და აშშ თუ არაფერს მოიმოქმედებს, მირჩევნია, ვიყო რუსული ტანკის ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პროევროპელი/პროამერიკელი

ევროკავშირი და აშშ თუ არაფერს მოიმოქმედებს, მირჩევნია, ვიყო რუსული ტანკის ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პროევროპელი/პროამერიკელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ევროკავშირო და ამერიკა: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ ციხეში შიმშილობს და კვდება. თუ არაფერს მოიმოქმედებთ, მირჩევნია, ვიყო რუსული ტანკის ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პროევროპელი/პროამერიკელი, რომელიც ვარ. ევროკავშირი/აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი“, – წერს დავით დარჩიაშვილი.

ამჟამად ყოფილი დეპუტატის ეს პოსტი „ტვიტერში“ აღარ იძებნება. თუმცა, დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში მოგვიანებით სხვა განცხადება გამოაქვეყნა.

„ევროკავშირო და ამერიკა, საქართველოს მთავრობა სააკაშვილს ციხეში კლავს. გააკეთეთ რამე. რანაირად გინდათ, რომ დავრჩეთ პროამერიკელ/პროევროპელებად, თუ საქართველოს მთავრობა წარმატებას აღწევს და თქვენ არაფერს აკეთებთ?“, – წერს დავით დარჩიაშვილი.

მოგვიანებით დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ ტვიტთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გააკეთა.

„ტანკის წევრი ვერ ვიქნები, ტანკის ეკიპაჟის წევრი მეწერა. მაგრამ წავშალე, რადგან ზოგმა ჩემი ემოცია ისე გაიგო, ოპოზიციას რუსული ტანკებით უნდა ხელისუფლების დაბრუნებაო. არა, არ უნდა. რუსული ტანკების კლიენტები ხელისუფლებაში არიან. ჩემი ემოცია ბულგაკოვის პერსონაჟზე ალუზიაა – თეთრგვარდიელი ცხელ გულზე ამბობს, წითლებში ჩავეწერები, შენ რომ დაგხვრიტო და მერე ისევ ამოვეწერებიო. მაგრამ რა იციან ამათ ბულგაკოვი. ამიტომ, ტვიტი გადავაკეთე: The US/EU, Geo.Government is killing Saakashvili in the prison. DO SOMETHING. How you want us to remain pro-US/EU if Geo.Government succeeds and you do nothing? ესაა ახალი. ისე, თქვენც მადლობა, ისტორიას რომ პირვანდელი ვერსია შემოუნახეთ“, – წერს დავით დარჩიაშვილი „ფეისბუქზე“.