დავით და გურამ კაკულიების ოჯახის ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებით მათი მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები კეთდება
დავით და გურამ კაკულიების ოჯახის ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებით მათი მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები კეთდება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებით არაერთი სრულიად უსაფუძვლო განცხადება გაკეთდა ჩვენი ოჯახის მიმართ, – ამის შესახებ აცხადებს ხსენებულ რეპორტაჟებში ნახსენები დავით და გურამ კაკულიების დედა ეკა გოგლიძე.

„ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებით არაერთი უსაფუძვლო და სრულიად უკანონო რეპორტაჟი გადაიცა და გავრცელდა განცხადებები ჩვენი ოჯახის მიმართ. არც ერთ ამ ბრალდებასთან ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს.

მოვუწოდებთ ტელევიზიებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ“, – აღნიშნულია ეკა გოგლიძის განცხადებაში.