დავით ჭიჭინაძის საზოგადოებრივმა მოძრაობამ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო
დავით ჭიჭინაძის საზოგადოებრივმა მოძრაობამ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა“ რეგიონებში გასვლითი შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ გაიმართა.

მოძრაობის ლიდერმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამომრჩევლებს ხედვები გააცნო. ჭიჭინაძის თქმით, მოძრაობა გაფართოებული ყრილობისთვის ემზადება, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოს გაიმართება. დღესვე შეხვედრაზე მოძრაობის დელეგატები აირჩიეს.

„ეს არის პირველი ჩვენი შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც პრაქტიკულად იქნება შერჩეული ის ბირთვი, რომელიც იქნება იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლობა. აქტიურობას ვიწყებთ ქუთაისიდან. იმერეთი არის ყველაზე დიდი რეგიონი და ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ასე მგონია, ისტორიულად და ტრადიციულად აქედან იწყებოდა საქართველოს აღმშენებლობა. ვემზადებით გაფართოებული ყრილობისთვის, რომელიც ალბათ წლის ბოლოს გაიმართება. პოლიტიკურად ნაკლებად აქტიურ პერიოდს გვინდა დავამთხვიოთ, რადგან არ გვინდა, რომ გადაიფაროს. შეკრებილი ვართ ისეთი ადამიანები, ვისი პოლიტიკური ორიენტაციაც არის კონსერვატიული“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.