დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა
დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ პირველ არხს დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ფრაქციის დატოვების მიზნით პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს განცხადებით უკვე მიმართა.

დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილების შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის არსებობისთვის ექვსი კვოტაა საჭირო, ირმა ინაშვილის საპარლამენტო გუნდს კი ხუთი დეპუტატი ჰყავს.

„საქართველოს პატრიოტები“ საშემოდგომო სესიაზე პროტესტის ნიშნად ნატო ჩხეიძემ დატოვა, რომელიც ფრაქციაში დავით ჭიჭინაძემ ჩაანაცვლა.