დავით ჭიჭინაძე - ყველა პარტიას საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი ყველა რეგიონში უნდა ჰყავდეს
დავით ჭიჭინაძე - ყველა პარტიას საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი ყველა რეგიონში უნდა ჰყავდეს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ისნის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებას მიესალმება.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, ყველა პარტიას თავისი კანდიდატი უნდა ჰყავდეს ყველა რეგიონში, რადგან რაც მეტი გემოვნების ამომრჩეველს ექნება სურვილი მივიდეს და არჩევნებზე ხმა მისცეს, „ქართული ოცნებისთვის“ მეტი ხმების წართმევა იქნება შესაძლებელი.

„როდესაც შენ ხალხს არჩევანს არ აძლევ და პირდაპირ ეუბნები, ვინ უნდა აირჩიონ, ადამიანებს პროტესტი უჩნდებათ. მითუმეტეს, ორივე ძალას, „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“, საკმაოდ მძიმე წარსული აქვს და ხალხს კი ცვლილებები უნდა. ის, რომ მე კოალიციაში არც ერთ ძალასთან არ შევალ, ამაზე არაერთხელ მითქვამს და ჩემს სიტყვას არ გადავალ. თუმცა, შევუერთდები იმ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის ხმები უნდა დაიცვას ხელისუფლებისგან, ეს საკმაოდ ჯანმრთელი ინიციატივაა“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.