დავით ჭიჭინაძე - ყველა ცვლილება ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს და პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა არ უნდა გახდეს, ამიტომ, ამ ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ
დავით ჭიჭინაძე - ყველა ცვლილება ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს და პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა არ უნდა გახდეს, ამიტომ, ამ ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ

ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30 მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში? და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის „ვაჭრობა“, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია, ვაკვირდებით, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ.

„2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, გასაგებიც იყო და აუცილებელიც! მაგრამ ეს რაღაც შუალედური არგუმენტები, დაუსრულებელი ვაჭრობა, სრულიად გაუგებარია. თანაც რა გამოდის, მთელი ამდენი ე.წ. ცვლილება, რომლითაც ასე ამაყობდა „ქართული ოცნება“, თუნდაც 2017 წლის ცვლილებები, ტყუილა ჩატარდა? როდის ვიტყუებოდით, მაშინ, თუ ახლა?! მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ, არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დატოვე კომენტარი