დავით ჭიჭინაძე - თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ 
დავით ჭიჭინაძე - თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ 

თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პირობები იქნება წამოყენებული, გუნდში მოლაპარაკება ვერ შედგება.

“მათ ხელმძღვანელობას ბრჭყალებში დავარქმევ, რადგან პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენს მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, რომ დისციპლინა ვიღაცეებმა დაარღვიეს და სანქციები იქნებაო. ისინი თვლიან, რომ ვიღაცა წესრიგს არღვევს და ვიღაცის მიმართ სანქციები იქნება გათვალისწინებული. თუ ეს პირობა იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ. ჩემი ეს განცხადება სპონტანური არ არის, ეს ამ ადამიანების თავგასულობამ გამაკეთებინა. ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები იქნებიან. მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ, ვინც სახეები ვიყავით. ის ხალხი, ვინც 2012 წელს, “ქართული ოცნებიდან” დავდიოდით და მოსახლეობასთან პირობას ვდებდით, რომ ქვეყანა წარმატებული იქნებოდა. ამ ინიციატივას ისევ ავიღებთ. ეს ადამიანები ვალდებულებას ვერ ასრულებენ და ჩემი იდეა იქნება, ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ. არ მგონია, ადამიანებს ჩრდილში ყოფნა უნდოდეთ”, – განაცხადა ჭიჭინაძე.