დავით ჭიჭინაძე საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა
დავით ჭიჭინაძე საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა

კახეთში, პატარა ჩაილურის ციხესთან საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა მოძრაობა „სახალხო ტრიბუნის“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს საბანკო კრედიტების, ყურძნისა და ატმის ფასის, ჩავარდნილი ტურიზმის, საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ. მოსახლეობას სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრება.

როგორც პარტია „სახალხო ტრიბუნის“ წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრის დაწყებიდან მოკლე ხანში, ადგილზე კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი მივიდა მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად. ისინი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების საქმეში სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრების ჩართვას დაპირდნენ.

„მოძრაობა „სახალხო ტრიბუნის“ უპირველესი მიზანია, ხალხის ხმა სწორედ ხელისუფლებას გააგებინოს. დღეს კი, ეს კარგად და საკმაოდ ოპერატიულად გამოგვივიდა“, – განაცხადა მოძრაობის ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ.

მოძრაობა „სახალხო ტრიბუნის“ ლიდერი დაპირდა მოსახლეობას, რომ პირადად გააკონტროლებს, რომ გუბერნატორის დაპირებები დროულად შესრულდეს.