დავით ჭიჭინაძე - პლებისციტი არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ვადამდელ არჩევნებთან არის დაკავშირებული
დავით ჭიჭინაძე - პლებისციტი არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ვადამდელ არჩევნებთან არის დაკავშირებული

პლებისციტი არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ვადამდელ არჩევნებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება პლებისციტის საკითხს, „კონტექსტიდან ცალკე ამოგლეჯილად არაფერი განიხილება“, არამედ, ზოგადად საუბარი ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის გზებზე.

„საუბარი იყო იმ ორ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია და რომლის გარშემოც მიდის დღეს მსჯელობა. გადაგზავნილია „ოცნებისთვის“ და ელოდებიან პასუხს. იმ მუხლების მუხლობრივად განხილვა იყო მთავარი ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს ეს ყველაფერი – ეს არის ისევ ვადამდელი არჩევნები.

რაც შეეხება პლებისციტის საკითხს, კონტექსტიდან ცალკე ამოგლეჯილად იქ არაფერი არ განიხილება, ზოგადად საუბარი არის ერთადერთ რამეზე – როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებზე. პლებისციტი ცალკე ამოღებულ პუნქტად არ არის ჩანაწერში, თუმცა თქვენც ხომ იცით, რომ არის. პლებისციტი ვადამდელი არჩევნების გამორიცხვას არ გულისხმობს. მინდა გითხრათ, საერთოდ ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ამასთან ჩვენ არანაირი შეხედულება არ გვაქვს, რადგან მანდატი არ გაგვაჩნია, ჩვენ ვერც შევალთ და ვერც გამოვალთ, ჩვენ ვეთანხმებით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში აზრი ჩამოყალიბებულია. ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით, პლებისციტით კიდევ ერთხელ თუ დადასტურდება ხალხის ხმა, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ვადამდელ არჩევნებთან არის დაკავშირებულ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.