დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატი გოგა გულორდავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი არ უნდა იყოს
დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატი გოგა გულორდავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი არ უნდა იყოს

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი არ უნდა იყოს.

როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, ცუდია, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის კვოტა გაიწვიეს და მის ნაცვლად კომიტეტში გოგა გულორდავა შეიყვანეს.

„ღია წყაროებში იძებნება ინფორმაცია, რომ გულორდავა კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო და 2007 წელს კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით  იყო დაკავებული. ამასთან, იყო „ნაცმოძრაობის“ აქტიური წევრი, რომელმაც ახლა თურმე, მოსამართლეების უვადოდ განწესების საკითხი უნდა განიხილოს. პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. „ქართული ოცნების“ მიერ გულორდავას წარდგენას პარტიის რაიონული ხელმძღვანელი აპროტესტებდა და იძახდა, რომ მწარე „ნაცი“ იყო“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გედევან ფოფხაძის კვოტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან იანვრის დასაწყისში გაიწვია, რის შედეგადაც მან კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაკარგა.