დავით ჭიჭინაძე - მამუკა ბახტაძემ მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სამთავრობო პროგრამა წარადგინა, რაც ქვეყანას სჭირდება
დავით ჭიჭინაძე - მამუკა ბახტაძემ მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სამთავრობო პროგრამა წარადგინა, რაც ქვეყანას სჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სამთავრობო პროგრამა წარადგინა, რაც ქვეყანას სჭირდება.

როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, მცირე მთავრობის რეფორმა მორგებულია იმაზე, რომ დაზოგილი თანხები სოციალურ მიმართულებაზე წავიდეს.

„ბახტაძის პროგრამაში ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების ხედვა დევს, რაც პირველი ეტაპია და ეს გაგრძელდება. მთავარია, პროცესი დაიწყო და ის კანონები მიღებული იქნება, რომელიც იმ განუკითხაობას შეზღუდავს, რაც სახელმწიფოში არსებობს. უპროგრამო პრემიერ-მინისტრი არ გამიგია, მაგრამ ამას შემდეგ როგორ და რანაირად აღასრულებს, ეს გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ მამუკა ბახტაძე ძალისხმევას მაქსიმალურად არ დაიშურებს, რომ ეს პროგრამა შეასრულოს”, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დეპუტატი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კადრების დასახელებისას საკუთარ არჩევანში ძალიან არ უნდა შეიზღუდოს.

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო პროგრამასა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.