დავით ჭიჭინაძე - „ოცნებიდან“ კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ გასაშვები
დავით ჭიჭინაძე - „ოცნებიდან“ კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ გასაშვები

„ოცნებიდან“ კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ გასაშვები, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, ვანო ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, ამომრჩეველთან ურთიერთობის ცოტა უფრო მეტი თავისუფლება მიეცეს, „მაგრამ, როდესაც ადამიანის გაშვებას იწერ აქტივად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ „ოცნება“ ნეგატიური ადამიანებითაა გავსებული“.

„ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ ზარდიაშვილი. ხოლო რადგან ბევრნი არიან და მეშინია ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ „ვაწყენინო“, ამიტომ დავარქვი მათ „კოლექტიური ზარდიაშვილები“. ისე, კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები. მოკლედ, ეს უკვე ამ პარლამენტში უსაქმურობისა და ბნელი საქმეების კეთების ფენომენია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და დეპუტატის მანდატს ტოვებს.