დავით ჭიჭინაძე - ჟურნალისტის მიმართ აგრესია არ შეიძლება, ეს ადამიანები საზოგადოების ინფორმირებას უწყობენ ხელს
დავით ჭიჭინაძე - ჟურნალისტის მიმართ აგრესია არ შეიძლება, ეს ადამიანები საზოგადოების ინფორმირებას უწყობენ ხელს

ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ასეთ ვანდალურ საქციელზე, განსკუთრებით, როდესაც ჟურნალისტებს ეხება თავდახმა, – ასე ეხმაურება მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე მარნეულში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, ჟურნალისტის მიმართ აგრესიის გამოხატვა მიუღებელია.

„ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ასეთ ვანდალურ საქციელზე, განსკუთრებით, როდესაც ჟურნალისტებს ეხება თავდახმა, ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა თვითონ საზოგადოებისა და ხელისფლების იმიჯის. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არასოდეს ერიდება ამ ქმედებას და ძალიან ცუდია, რომ ამას რიგით მოვლენად მიიჩნევს.

ყოველი ასეთი ვანდალური საქმე არის მძიმე საყურებელი როგორც სატელევიზიო ეთერებში, ისე ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობისთვის. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ეს თემა იწვევს დაძაბულობას და საზოგადოებაში კიდევ მეტ დაპირისპირებას. თუ ჩვენ გვინდა, არჩევნები ჩავატაროთ ქვების სროლებში, ჯოხების რტყმევაში და ღმერთმა დაიფაროს უფრო არ გართულდეს, ვფიქრობ, ეს სიკეთეს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას. „ქართულ ოცნებას“ დღეს, პრაქტიკულად, გადაბარებული ჰყავს ის ადამინები, რომლებიც მიჩვეულები არიან ქვების სროლასა და ჯოხების რტყმევას. ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება გავსებული ყოფილი ნაციონალებით, ჩვენ გვექნება ასეთი დამოკიდებულება. ვფიქრობ, ეს ორივე ძალა დღეს არის დესტრუქციული და ვიდრე ისინი იქნებიან ძირითადი წამყვანი ძალა „ქართულ ოცნებაში“, ვფიქრობ, ჩვენ ვიცხოვრებთ ამ რეჟიმში.

ზოგადად, არ შეიძლება ჟურნალისტის მიმართ აგრესიის გამოჩენა, ჟურნალისტს არ აქვს მნიშვნელობა რომელი არხის ის. ეს ადამიანები უწყობენ ხელს, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს. ერთი ჟურნალისტი რომ დავტოვოთ, ვიქნებით ერთი ინფორმაციის ტყვეობაში. იმის გამო მივესალმები ტელევიზების მრავალფეროვნებას, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, მოვისმინოთ სხვადასხვა ვერსია და აქედან გამომდინარე, გავაკეთოთ დასკვნები“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.