დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ
დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ

დეპუტატები დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ. ნატო ჩხეიძემ და დავით ჭიჭინაძემ საკუთარი ფრაქციების დატოვებაზე განცხადება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ნატო ჩხეიძესთან ფრაქციაში ყოფნის გამოცდილება აქვს.

„უმრავლესობიდან არავის გადმობირებას არ ვაპირებ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ისტორიულ წარსულს თუ გადახედავთ, მე და ნატო ჩხეიძე ერთ ფრაქციაში, 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტში ვიყავით“, – აღნიშნავს ჭიჭინაძე.

თავის მხრივ, ნატო ჩხეიძე აღნიშნავს, რომ მას ჭიჭინაძესთან ერთ ფრაქციაში ყოფნის გამოცდილება აქვს.

„ტრადიციონალისტთა კავშირში“ ერთად ვიყავით. მე „პატრიოტებიდან“ წამოვედი, დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ და შევხედავთ, საიდან გავლენ, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატები ცოტანი არ ვიქნებით და შეიძლება, რაღაცაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა ჩხეიძემ.