დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობას არ გამორიცხავს
დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობას არ გამორიცხავს.

როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუცხადა, ამ დროისთვის, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა არ განიხილება, თუმცა პოლიტიკაში გამოსარიცხი არაფერია.

„გამორიცხული არასოდეს არაფერია. ქართული პოლიტიკა ისეთი დინამიურია, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ დროისთვის, მისი კანდიდატურა არ განიხილება. ამ საკითხს პარტიის თავმჯდომარედ მისი დაბრუნება რატომ უნდა უკავშირდებოდეს, მაშინ პირდაპირ იქნებოდა გაცხადებული, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად მოდის. დასამალი რა არის?“, – დასძინა ჭიჭინაძემ.