დავით ჭიჭინაძე - არ მესმის, ეუთო რა შუაშია, ჩვენი ამომრჩეველი შეურაცხყოფილია, ესაა მთავარი
დავით ჭიჭინაძე - არ მესმის, ეუთო რა შუაშია, ჩვენი ამომრჩეველი შეურაცხყოფილია, ესაა მთავარი

ეუთო რა შუაშია, ეგ არ მესმის, ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც არის შეურაცხყოფილი, რომელმაც ხმა მოგვცა და მოგვპარეს, ესაა მთავარი, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ეუთო-ს დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ჭიჭინაძე ამბობს, მისთვის ქართველი ხალხის პროტესტი მნიშვნელოვანია.

„ეუთო რა შუაშია, ეგ არ მესმის, ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც არის შეურაცხყოფილი, რომელმაც ხმა მოგვცა და მოგვპარეს, ამას ადასტურებს უამრავი ოქმი, ყოველდღე არღვევს „ქართული ოცნება“ კანონს, თუნდაც დაჯამების პროცესში, ესაა მთავარი. ეუთო-მ დაწერა პირველ ნოემბერს, პირველ ნოემბერს არავინ არაფერი იცოდა. ამიტომ გეუბნებით, ზოგადად, ადამიანები წყვეტენ საქართველოს ბედ-იღბალს. ახლა სახელმწიფი მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. რა ვქნათ ახლა, რომელს დავეყრდნოთ, სახელმწიფო მდივნის განცხადებას, თუ ეუთო-ს განცხადებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ის აპროტესტებს ამას“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

დატოვე კომენტარი