დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარტიიდან გარიცხვაზე კომენტარს ოფიციალური განცხადების გაცნობის შემდეგ გააკეთებს 
დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარტიიდან გარიცხვაზე კომენტარს ოფიციალური განცხადების გაცნობის შემდეგ გააკეთებს 

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნების“ რიგებიდან მისი გარიცხვის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუცხადა, აპირებს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მირ გავრცელებულ განცხადებას გაეცნოს.

„როცა მათ განცხადებას მოვისმენ, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. წავიკითხავ, რა განცხადება გააკეთეს. კარგია, თუ ასეა. წავიკითხავ და შესაბამის კომენტარს გავაკეთებ”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.