დავით ბერძენიშვილი - ქუჩაში მარტო დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ დაღმასვლას ვერ გადაურჩება
დავით ბერძენიშვილი - ქუჩაში მარტო დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ დაღმასვლას ვერ გადაურჩება

ქუჩაში მარტო დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ დაღმასვლას ვერ გადაურჩება, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

„ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ორ/ სამ დღეში თუ კვირაში ნიკა და გიორგი იქნებიან გარეთ.

მანდატიანი პარტიების დიდი უმრავლესობა, ასევე, ბევრი ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატი საჯაროდ აცხადებს, რომ ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციას მხარს უჭერს და ხელს მოაწერს ტექსტს.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რაოდენობა შედგება – ესეც სრულიად აშკარაა.

ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ ენმ გაითვალისწინებს ოპოზიციონერი პარტნიორების( მათ შორის ხუთპარტიული ბლოკის სამი პარტიის ხელმძღვანელის) პოზიციასაც გაუწევს ანგარიშს და გაითვალისწინებს.

ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის გონივრული გადაწყვეტილების შემთხვევაში ეს პარტიაც მოიგებს და საქართველოც. ქუჩაში მარტო დარჩენილი, საგრძნობლად გამეჩხრებული ენმ კი დაღმასვლას ვერ გადაურჩება.

P.S. თამარ ჟვანიამდე არ დადის სახის შენარჩუნების საკითხი. პოლიტიკური წკიპურტი ჰყოფნის ამ საკითხის გადაჭრას“,- წერს ბერძენიშვილი.